Monday, July 23, 2018

მეცხრე დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო.დავასრულეთ ტრენინგი ,ვისწავლეთ ბლოგთან დაკავშირებული ახალი ნიუანსები.დავხვეწეთ მუშაობის პროცესი.მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციები.ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგის ,უღრმესი მადლობა ქალბატონ ხათუნას.

Friday, July 20, 2018

მერვე დღე

დღეს განვიხილეთ მეშვიდე მოდული,გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს ,დავათვალიერე ფასილიტაციის რესურსები,ერთი რესურსი მოვარგე ჩემს პროექტს.

Wednesday, July 18, 2018

მეშვიდე დღე

დღეს განვიხილეთ რა იყო დიფერენცირებული სწავლება ,ვისაუბრეთ სწავლების სტილზე- სამი ტიპის მოსწავლის სასწავლო მეთოდებზე, ჩემი პროექტის გეგმაში შევავსებ დიფერენცირებული სწავლების გრაფას.

Monday, July 16, 2018

მეექვსე დღე

კიდევ ერთი საინტერესო დღე ....განვიხილეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებების რუბრიკები.დავათვალიერეთ მოსწავლეთა ნიმუშები.მე, ჩემი პროექტის ფარგლებში, ვიმუშავებ ბუკლეტზე ,დავიწყე ბუკლეტის შეფასების რუბრიკებზე მუშაობა..

Friday, July 13, 2018

მეხუთე დღე

მესამე მოდული- კავშირები -დამეხმარა, დავფიქრებულიყავი ,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ ,პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები შექმნიან სავარაუდო ნაშრომს , გამოიყენებენ გუგლის სერვისებს,შეარჩევენ ინტერნეტრესურსებს, რომლებსაც გამოიყენებენ სწავლის პროცესში.

მეოთხე დღე

დღევანდელი ტრენინგი -ძალიან საინტერესო თემას მოიცავდა.შევისწავლე შეფასების დროის ჩარჩო .გამოვაქვეყნე ჩემი მომზადებული პრეზენტაცია შემს ბლოგზე.

Monday, July 9, 2018

მესამე დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო,ჩამოვტვირთე ჩემი საგნის სტანდარტი,ვიმუშავე პროექტის გეგმის სტანდარტზე და მიზნების ჩამოყალიბებაზე .
ჩემი პროექტის თემაა -,,სულხან-საბა ორბელიანის იგავები".დღეს შევისწავლეთ როგორ უნდა დავსვათ ზოგადი ,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.კითხვები შეუსაბამე ჩემი პროექტის გეგმას .

ზოგადი კითხვა- რამდენად მნიშვნელოვანია იგავების შესწავლა.
 
თემატური კითხვა -როგორ შეიცვლება იგავები ,თუ ალეგორიულ ხასიათს დაკარგავს.
 
შინაარსობრივი კითხვები-  1)რა არის იგავების მთავარი აზრი. 2)რა არის იგავების ელემენტები. 3)რით ჰგავს ერთმანეთს სხვადასხვა ავტორის იგავები.

Thursday, July 5, 2018

მეორე დღე

დღევანდელი ტრენინგი საკმაოდ საინტერესო იყო ,დავათვალიერეთ პუბლიკაციის ნიმუშები,დავიწყე ბუკლეტის მომზადება,ჩემი პროექტისთვის მოვამზადებ მოსწავლის ნაშრომს (ბუკლეტს).

Tuesday, July 3, 2018

პირველი დღე

გავეცანით რა არის პროექტებით სწავლება,დავგეგმავ და აქტიურად განვახორციელებ
მომავალში.

მეცხრე დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო.დავასრულეთ ტრენინგი ,ვისწავლეთ ბლოგთან დაკავშირებული ახალი ნიუანსები.დავხვეწეთ მუშაობის პროცესი.მოვისმ...